დადასტურებულად — მილანისა და მექსიკის ეროვნული ნაკრების ფორვარდი სანტიაგო ხიმენესი უახლოეს საათებში მარჯვენა ფეხზე კოჭის ოპერაციას გაიკეთებს. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის სამწუხაროდ თერაპიულმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო, სწორედ ამიტომ, 24 წლის მოთამაშეს ოპერაციული ჩარევა დასჭირდა.
პირველადი ინფორმაციით, სანტიაგო ხიმენესი დაახლოებით 2 თვეს იუქმებს, რის შემდეგაც ფეხბურთელს დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდება და ზუსტად გაირკვევა როდის დაუბრუნდება მოედანს.
მილანი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სანტიაგო ხიმენესის შემცვლელს აუცილებლად დაიმატებს. განიხილება რამდენიმე კანდიდატურა, თუმცა #1 სამიზნე ნიკლას ფიულკრუგია.









