როგორც ინტერის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, დენზელ დუმფრისს ქალაქ ლონდონში მარცხენა ფეხზე კოჭის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ნიდერლანდელი ფეხბურთელი თავს უკვე კარგად გრძნობს და ხანგრძლივ რეაბილიტაციის კურსსაც შეუდგა.
პირველადი ინფორმაციით, დენზელ დუმფრისი დაახლოებით 3 თვეს იუქმებს, რის შემდეგაც დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდება და ზუსტად გაირკვევა, როდის შეძლებს მოედანზე დაბრუნებას.
შეგახსენებთ, 29 წლის ფეხბურთელმა ტრავმა ნოემბრის დასაწყისში მიიღო. საწყის ეტაპზე ოპერაციული ჩარევა არ განიხილებოდა, თუმცა ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ, დენზეულ დუმფრისმა ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო.









