როგორც კრაკოვიას ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, ოთარ კაკაბაძეს აქილევსის მყესზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა და ქართველი ფეხბურთელი თავს უკვე კარგად გრძნობს.
პირველადი ინფორმაციით, გამოცდილი ფლანგის მცველი დაახლოებით 3 თვეს იუქმებს, რის შემდეგაც მსუბუქად ვარჯიშს დაიწყებს და მოედანს ნელ-ნელა დაუბრუნდება.
როგორც ცნობილი ხდება, ქართველ ფეხბურთელს აქილევსის ტრავმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში აწუხებდა, სწორედ ამიტომ ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ, 30 წლის მოთამაშემ პაუზის აღება და ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა.









