მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა დაასახელა ორი ფეხბურთელი, რომელიც მისი აზრით, ოქროს ბურთის გარეშე დაუმსახურებლად დარჩა. ყოფილი ინგლისელი უკანახაზელისთვის ასეთი მოთამაშეები ტიერი ანრი და რობერტ ლევანდოვსკი არიან.
"გამოვარჩევდი ორ ფეხბურთელს, რომელიც იმსახურებდა ოქროს ბურთის მოგებას, თუმცა ჯილდოს გარეშე დარჩა. პირველ რიგში მინდა დავასახელო ანრი. ვერ ვეგუები იმ ფაქტს, რომ 2003 წელს ის საუკეთესოდ არ დაასახელეს. მეორე ასეთი მოთამაშე კი ლევანდოვსკი არის.
რობერტი 2020-2021 წლებში იყო უბრალოდ შეუდარებელი, თუმცა კოვიდის გამო, ოქროს ბურთი მან ვერ მიიღო. როდესაც მეკითხებიან იმ მოთამაშეების შესახებ, რომლებიც იმსახურებდნენ ოქროს ბურთს, პირველები სწორედ ტიტი და პოლონელი ფორვარდი მახსენდებიან."
შეგახსენებთ, რომ 2003 წელს, ოქროს ბურთი მოიგო პაველ ნედვედმა, ფრანგი თავდამსხმელი კი მეორე ადგილზე გავიდა. რაც შეეხება ბარსელონას ფორვარდს, მისი საუკეთესო შედეგი ასევე არის მე-2 პოზიცია, 2021-ში. იმ წელს გამარჯვებული ლეო მესი გახდა.









