ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩების შემდეგ, ოქროს ბურთის ლაივ რეიტინგში რამდენიმე ცვლილება მოხდა.
მოგეხსენებათ, არსენალისა და ბარსელონას ბარიერის დაძლევის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ და ინტერი გავიდნენ.
შესაბამისად, ამჟამინდელი მონაცემებით, 2025 წლის ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტი უსმან დემბელეა.
აღსანიშნავია, რომ პსჟ-ს ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ მე-6 ადგილზე გადაინაცვლა.
| ფეხბურთელი | გუნდი |
| უსმან დემბელე | პსჟ |
| ლამინე იამალი | ბარსელონა |
| ჯანლუიჯი დონარუმა | პსჟ |
| რაფინია | ბარსელონა |
| ლაუტარო მარტინესი | ინტერი |
| ხვიჩა კვარაცხელია | პსჟ |
| მოჰამედ სალაჰი | ლივერპული |
| პედრი | ბარსელონა |
| კილიან მბაპე | რეალი |
| დეკლან რაისი | არსენალი |









