როგორც მოგეხსენებათ, უამინდობის გამო საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის ცენტრალური მატჩი მარსელსა და პსჟ-ს შორის, გადაიდო და დღეს ჩატარდება.
დღევანდელი მატჩი ოქროს ბურთის დაჯილდოებას ემთხვევა. შესაბამისად, პარიზელთა შიდა სამზარეულოში გაურკვევლობა შეიქმნა, რადგან მათი ფეხბურთელების უმრავლესობას დაჯილდოების ცერემონიაზე წასვლა ჰქონდა დაგეგმილი.
მარსელმა თამაშის კიდევ გადადებაზე უარი განაცხადა. პსჟ კი ვალდებულია, რომ რეგულაციებს დაემორჩილოს და დღეს ითამაშოს.
იყო საუბრები, რომ პსჟ მარსელთან 19-წლამდე გუნდს გაიყვანდა და მათი წამყვანი ფეხბურთელები დაჯილდოებაზე წავიდოდნენ, თუმცა გუნდმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და მატჩის განაცხადი გამოაქვეყნა, სადაც პსჟ ვარსკვლავური შემადგენლობითაა წარმოდგენილი.









