ცნობილი გავლენიანი გამოცემა Givemesport ოქროს ბურთის განახლებულ რეიტინგს გვთავაზობს, სადაც რამდენიმე ცვლილებაა.
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალების შემდეგ, განახლებულ რეიტინგში ხვიჩა კვარაცხელია მე-11 ადგილს იკავებს.
მოგეხსენებათ, ქართველმა შემტევმა ლივერპულის წინააღმდეგ გაიბრწყინა და მორიგი გოლი გაიტანა. ოქროს ბურთის რეიტინგს კილიან მბაპე ლიდერობს.
| რეიტინგი | ფეხბურთელი | კლუბი |
| 1 | კილიან მბაპე | რეალ მადრიდი |
| 2 | ჰარი კეინი | ბაიერნი |
| 3 | ლამინ იამალი | ბარსელონა |
| 4 | მაიკლ ოლისე | ბაიერნი |
| 5 | ვინისიუს ჯუნიორი | რეალ მადრიდი |
| 6 | დეკლან რაისი | არსენალი |
| 7 | პედრი | ბარსელონა |
| 8 | ლუის დიასი | ბაიერნი |
| 9 | ერლინგ ჰოლანდი | მან.სიტი |
| 10 | უსმან დემბელე | პსჟ |
| 11 | ხვიჩა კვარაცხელია | პსჟ |
| 12 | რაფინია | ბარსელონა |
| 13 | ვიტინია | პსჟ |
| 14 | ლიონელ მესი | ინტერ მაიამი |
| 15 | ლაუტარო მარტინესი | ინტერი |









