"ის, რასაც დემბელე მთელი სეზონის განმავლობაში აკეთებს, მას ოქროს ბურთის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად და კანდიდატად აქცევს. მას ყოველთვის ჰქონდა პოტენციალი, რომ ოქროს ბურთი მოეგო.
ის არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. გოლების გარეშეც კი, ამ მომენტში საუკეთესო 3 ფეხბურთელში შედის, მაგრამ მას კარგი სტატისტიკაც უმაგრებს ზურგს. უსმანი უბრალოდ ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ დიდი ხნის წინ ვფიქრობდით — მას შეუძლია გახდეს საუკეთესო და ვიცი, რომ უამრავი ფეხბურთელია, რომელსაც მისი ეშინია. ის გაჩერებას არ აპირებს."
უსმან დემბელეს ამ სეზონში ყველა ტურნირზე 30 გოლი აქვს გატანილი, რასაც 6 საგოლე გადაცემაც დაუმატა.










