ბარსელონას ბრაზილიელი ფეხბურთელი რაფინია თვეების შემდეგ გულახდილ კომენტარს აკეთებს და ოქროს ბურთის შედეგებს ეხმაურება.
მოგეხსენებათ, 2025 წლის ოქროს ბურთის მფლობელი უსმან დემბელე გახდა, რაფინია კი საოცარი სტატისტიკის მიუხედავად, მე-5 ადგილზე გავიდა.
"არ შეიძლება ეს ჯილდო მხოლოდ ერთ ტურნირზე იყოს დამოკიდებული. ვფიქრობ, ოქროს ბურთს მე ვიმსახურებდი, დემბელე კი მე-4 ადგილზე უნდა გასულიყო.
იმედგაცრუებული ვიყავი, რადგან სამეულში მაინც უნდა მოვხვედრილიყავი. ვიცოდი, რომ ჩემპიონთა ლიგას დიდი წონა აქვს და მოგება გამიჭირდებოდა, მაგრამ სამეულს აუცილებლად ველოდი.
ჩემი ნება რომ იყოს, სამეულში ამ სამ მოთამაშეს გავიყვანდი - მე, იამალი და პედრი. როგორც ვთქვი, დემბელე მე-4. ხოლო თუ ყველაფერი მხოლოდ ტიტულებზე გადის, მაშინ დემბელე იმსახურებდა", - განაცხადა რაფინიამ.









