ვეტერანმა ბელგიელმა ფეხბურთელმა ედენ აზარმა ოქროს ბურთის მოგების ფავორიტი დაასახელა.
"ჩემი აზრით, ოქროს ბურთს კილიან მბაპე აუცილელბად მოიგებს. ამისთვის მას სჭირდება, რომ ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგოს, მსოფლიო ჩემპიონატზე კი რაც შეიძლება შორს გავიდეს.
თუმცა ვფიქრობ, ის იმდენად კარგი ფეხბურთელია, რომ ამ ყველაფრის გარეშეც შეუძლია ოქროს ბურთის მოგება", - განაცხადა აზარმა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში მბაპე ჩემპიონთა ლიგის და ლა ლიგის ერთპიროვნული ბომბარდირია.









