მადრიდის რეალის ყოფილმა ნახევარმცველმა, უესლი სნეიდერმა დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც მისი აზრით, 2026 წელს ოქროს ბურთს მოიგებს. ნიდერლანდელი ექს-ფლეიმეიქერისთვის ასეთი მოთამაშე არის "სამეფო კლუბის" ფორვარდი, კილიან მბაპე.
"ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ოქროს ბურთს მბაპე დაეუფლება. რეალში მან განიცადა საოცარი ტრანსფორმაცია და ნამდვილი ფორვარდი გახდა. ჩემი აზრით, კილიანი ცენტრში უფრო ეფექტურია, ვიდრე ფლანგზე. დღეს, ის უბრალოდ უკონკურენტო არის."
ფრანგმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში ჩაატარა 19 მატჩი, რომელშიც უკვე 23 გოლის გატანა მოასწრო. გამოსარჩევია ისიც, რომ მადრიდელთა ფორვარდმა ერთ კალენდარულ წელიწადში 54 ბურთი შეაგდო. კრიშტიანუ რონალდუს რეკორდის დასამხობად მას თეთრი მაისურით კიდევ 5 გოლის გატანა სჭირდება.









