სეზონი უახლოვდება თავის დასასრულს და მალე ოქროს ბუცის მფლობელი ფეხბურთელიც გამოვლინდება. პირველ ადგილზე ამ მომენტისთვის არის ლისაბონის სპორტინგის ფორვარდი, ვიქტორ გიოკერეში, რომელმაც პორტუგალიის ჩემპიონატის 33 შეხვედრაში 39 ბურთი შეაგდო.
შვედმა თავდამსხმელმა დააგროვა 58.5 ქულა და ის სულ რაღაც 0.5 ქულით უსწრებს მადრიდის რეალის შემტევს, კილიან მბაპეს (32 მატჩი, 29 ბურთი, 58 ქულა). იმის გათვალისწინებით, რომ პორტუგალიის ჩემპიონატისგან განსხვავებით, პრიმერა დივიზიონი ჯერ არ დასრულებულა და წინ კიდევ 1 ტურია, ფრანგ ფორვარდს პირველ პოზიციაზე აღზევების რეალური შანსი აქვს.
| ფეხბურთელი | შედეგი | ქულა | გუნდი |
| ვიქტორ გიოკერეში | 39 გოლი, 33 მატჩი, | 58.5 | სპორტინგი |
| კილიან მბაპე | 29 გოლი, 32 მატჩი | 58 | რეალი |
| მოჰამედ სალაჰი | 28 გოლი, 36 მატჩი | 56 | ლივერპული |
| ჰარი კეინი | 26 გოლი, 31 მატჩი | 52 | ბაიერნი |
| რობერტ ლევანდოვსკი | 25 გოლი, 32 მატჩი | 50 | ბარსელონა |









