როგორც მილანის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, ადრიენ რაბიოსა და ალექსის სალმაკერსს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ, რის შემდეგაც მათი ტრავმების სიმძიმე გაირკვა.
პირველადი ინფორმაციით, ადრიენ რაბიო მინიმუმ ორ მატჩს გამოტოვებს, რის შემდეგაც ახალი გამოკვლევები ჩაუტარდება, თუმცა კლუბთან დაახლოებულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, დაზიანება საკმაოდ მძიმეა და დიდი შანსია 30 წლის ფეხბურთელმა დაახლოებით ერთი თვე იუქმოს.
რაც შეეხება ალექსის სალმაკერსს, ბელგიელის დაზიანება მძიმედ არ შეფასდა და შეიძლება შემდეგ ტურში ფიორენტინასთან მატჩში განაცხადშიც კი იყოს.
მესამე ფეხბურთელი, რომელმაც ოქტომბრის სანაკრებო პაუზის დროს ტრავმა მიიღო კრისტიან პულისიკია. მისი გამოკვლევები ხვალაა ჩანიშნული, თუმცა პირველად ინფორმაციით ამერიკელის დაზიანება საკმაოდ მძიმეა და დიდი შანსია მილანს მინიმუმ ერთი თვე ვერ დაეხმაროს.
შეგახსენებთ, მილანი 6 ტურის შემდეგ სერია A-ში მე-3 პოზიციაზე იმყოფება. მასიმილიანო ალეგრის გუნდს 13 ქულა აქვს და ლიდერ ნაპოლის მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.









