მსაჯის სასტვენის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელები მოედნის ცენტრში რამდენიმე წუთით სასაუბროდ გაჩერდნენ, რასაც მატჩის დასრულების შემდეგ, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სენტ-ეტიენის ფანების ნაწილმა უკმაყოფილება გამოხატა ზურიკოს მიმართ — გულშემატკივრებს არ მოეწონათ ის ფაქტი, რომ ქართველი წაგებული მატჩის შემდეგ, ლიონის მოთამაშეს გადაეხვია და გაესაუბრა... თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ფანების მეორე ნაწილმა დავითაშვილი დაიცვა. მათი აზრით, არაფერია იმაში ცუდი, როდესაც ერთი ქართველი მეორეს მიესალმა და გამოელაპარაკა. ბევრმა გულშემატკივარმა ზურიკოს გუნდის საუკეთესო ფეხბურთელიც კი უწოდა და მეორე ბანაკს მოუწოდა, რომ სხვა პრობლემებზე გაემახვილებინათ ყურადღება.
ლიონმა ამ გამარჯვების შემდეგ 18 ქულა მოაგროვა და მე-5 პოზიციამდე აღზევდა. რაც შეეხება სენტ-ეტიენს, "მწვანეები" 10 ქულით, მე-16 პოზიციაზე დარჩნენ.









