ბრაზილია, არა მხოლოდ როგორც ნაკრები, არამედ როგორც ქვეყანა, ორად გაიყო. საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე "სელესაოს" აუცილებლად უნდა ჰყავდეს ნეიმარ ჟუნიორი, მეორე ნაწილი კი მისი ეროვნულ გუნდში დაბრუნების წინააღმდეგია.
ბრაზილიელი თავდამსხმელის "პენტაკამპეონეში" გამოძახებისგან თავს იკავებს კარლო ანჩელოტიც, თუმცა ნაკრების მწვრთნელს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. აღსანიშნავია, რომ სანტოსის კაპიტანს მხარს უჭერენ ბრაზილიის ეროვნული გუნდის მთავარი ვეტერანი მოთამაშეები: კაზემირო და დანილო.
"მქონდა ბედნიერება მეთამაშა რონალდუსთან, მარსელოსთან, მოდრიჩთან, კროოსთან, ბენზემასა და ბეილთან, თანაც მათი კარიერის საუკეთესო წლებში. რა უნდა ვთქვა ნეიმარზე? ისიც მათი კატეგორიის მოთამაშეა. მისი გავლენა ისეთივეა, როგორიც მესის არგენტინაზე."
"ვწუხვარ იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყანა ნეიმარის გამო ორ ბანაკად გაიყო. ჩვენ მხარს ვუჭერთ მას, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც მისი დაბრუნების წინააღმდეგები არიან. სამწუხაროა, რადგან ჟუნიორი საოცარი მოთამაშეა. მან მოაჯადოვა ბუფონიც კი, რომელმაც ნამდვილად იცის, თუ რას ნიშნავს დიდი ფეხბურთელების გვერდით თამაში."









