ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჯუდოში, ლაშა ბექაური 10 თვიანი პაუზის შემდეგ ტატამიზე ბრუნდება და ევროპის ღია პირველობაზე იასპარეზებს.
ლაშა ბექაური მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ესპანეთს ღია პირველობაზე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 18-19 მაისს ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ბექაურმა ბოლოს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა, სადაც ოქროს მედალი მოიპოვა და ქართული ჯუდოს ისტორიაში პირველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
ფოტო: IJF









