ხვიჩა კვარაცხელია სულ უფრო ახლოვდება მორიგ მნიშვნელოვან ნიშნულთან — მის კარიერულ ანგარიშზე უკვე 98 გოლი მოუგროვდა, რაც მოიცავს როგორც საკლუბო კარიერას, ისე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გატანილ ბურთებს.
ქართველი ვარსკვლავი, რომელმაც ბოლო წლებში ევროპულ ფეხბურთში განსაკუთრებული კვალი დატოვა, ახლა მხოლოდ ორი გოლით არის დაშორებული სიმბოლურ 100-იან ზღვარს. ეს მაჩვენებელი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის პროგრესს, სტაბილურობასა და გავლენას როგორც კლუბში, ისე ეროვნულ ნაკრებში.
მიმდინარე ფორმის გათვალისწინებით, დიდი დრო აღარ უნდა გავიდეს, სანამ ხვიჩა კვარაცხელია სამნიშნა მაჩვენებელს მიაღწევს და საკუთარ კარიერაში კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს გადალახავს.
| საქართველოს ეროვნული ნაკრები | 49 მატჩი | 22 გოლი |
| ნაპოლი | 107 მატჩი | 30 გოლი |
| პარი სენ-ჟერმენი | 74 მატჩი | 24 გოლი |
| რუბინი | 73 მატჩი | 9 გოლი |
| რუსთავი | 18 მატჩი | 3 გოლი |
| დინამო ბათუმი | 11 მატჩი | 8 გოლი |
| ლოკომოტივი მოსკოვი | 10 მატჩი | 1 გოლი |
| დინამო თბილისი | 5 მატჩი | 1 გოლი |
შეგახსენებთ, პარი სენ-ჟერმენი მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართავს, კერძოდ ბაიერთან. მატჩი ხვალ, 28 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.









