დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ფაზის წილისყრა, რომელმაც არაერთი საინტერესო დაპირისპირება გამოავლინა. აღსანიშნავია, რომ ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე ერთმანეთს ქართველი ლეგიონერებიც დაუპირისპირდებიან. როგორც ვიცით, ტურნირზე ვიხილავთ, ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი მამარდაშვილს, გიორგი ქოჩორაშვილს, გიორგი ზარიასა და ლუკა გადრანს.
ჩემპიონთა ლიგის ფაზაში პარის სენ-ჟერმენის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე იქნება სპორტინგ ლისაბონი, რაც ნიშნავს იმას, რომ კვარაცხელია ქოჩორაშვილს დაუპირისპირდება. პსჟ-ს გარდა, "ლომების" მეტოქე იქნება ალმათის ქაირათიც, რაც ნიშნავს იმას, რომ ზარიასა და გადრანსაც მოუწევთ ლევანტეს ყოფილ შუახაზელთან დუელი.
ქართველების დუელი ჩემპიონთა ლიგის ფაზაში
| მატჩი | ქართველი ლეგიონერები |
| პსჟ - სპორტინგი | ხვიჩა კვარაცხელია - გიორგი ქოჩორაშვილი |
| სპორტინგი - ქაირათი | გიორგი ქოჩორაშვილი - გიორგი ზარია/ლუკა გადრანი |









