თბილისი არენაზე 2026 წლის ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მეორე საჭიდაო დღე მიმდინარებოს და საქართველოს ნაკრებს ორი ოქროს მედლის შანსი აქვს.
ლაშა შავდათუაშვილის (-73 კგ) შემდეგ, ფინალის საგზური 57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა. მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა ფილანამდე ნორვეგიელი, იტალიელი, რუსი და სერბი მეტოქეები დაამარცხა და ოქროს მედალს შეუტევს.
მეორე საჭიდაო დღის ფინალური ბლოკი 16 საათზე დაიწყება. ეთერ ლიპარტელიანი მეტოქე ისრაელის წარმომადგენელი ნელსონ ლევი იქნება, ხოლო ლაშა შავდათუაშვილი მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, აზერბაიჯანელ ჰიდაიატ ჰეიდაროვს დაუპირისპირდება.









