კობოურმა კარიერა უნგრულ უიპეშტში გააგრძელა, რაც შეეხება გიორგი ხარაიშვილის, 27 წლის ნახევარმცველს დინამოსთან საიჯარო ხელშეკრულება ამოეწურა და თურქულ ქოჯაელისპორში ფერენცვაროშიდან გადავიდა. მეორე ლიგაში მოასპარეზე ქოჯაელისპორის ღირსებას კიდევ ერთი ქართველი, გიორგი ბერიძე იცავს. ორივე ფეხბურთელმა ახალ კლუბებთან 1.5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
1. Lig
ორი ქართული ტრანსფერი: კობოური უნგრეთში, ხარაიშვილი თურქეთში

იმის მიუხედავად, რომ ტოპ ლიგებში სატრანსფერო ფანჯარა ერთი კვირის წინ დაიხურა, ბევრ ქვეყანაში ზამთრის ტრანსფერები ჯერ კიდევ გრძელდება. ბოლო 24 საათში დინამო თბილისი კიდევ ორმა ფეხბურთელმა დატოვა. დავით კობოური და გიორგი ხარაიშვილი ახალ სეზონზე თბილისური კლუბის ღირსებას აღარ დაიცავენ.








