როგორც მოგეხსენებათ, პარის სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინტერ მილანი 5:0 გაანადგურა. ანგარიში გახსნა აშრაფ ჰაკიმიმ, რომელმაც "ნერაძურის" კარში გატანილი ბურთი არ აღნიშნა. საქმე ისაა, რომ მაროკოელი განაპირა მცველი წარსულში თამაშობდა სწორედ მეაცაზე და გოლის არ აღნიშვნით, თავის ყოფილ კლუბს მან პატივი მიაგო.
პსჟ-ს მარჯვენა მცველი არ არის პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში თავის ყოფილ გუნდს გაუტანა. პირველმა ეს გააკეთა კინგსლი კომანმა, 2019/20 წლების სეზონის ფინალში, მიუნხენის ბაიერნისა და პარიზელთა დაპირისპირებაში. გერმანულმა კლუბმა ტომას ტუხელის შეგირდებს სწორედ ფრანგი ვინგერის ერთადერთი ბურთით მოუგო.
"რეკორდმაისტერის" გარემარბმა საფეხბურთო კარიერა დაიწყო სწორედ პარკ დე პრენსზე, თუმცა ის მალევე გაიყიდა, თავდაპირველად ტურინის იუვენტუსში, შემდეგ კი გერმანულ გრანდში. რაც შეეხება პარის სენ-ჟერმენის მე-2 ნომერს, 2020/21 წლების სეზონში ანტონიო კონტეს გუნდში მან სკუდეტო მოიგო.









