მატჩში მონაწილეობა მიიღო ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემაც, რომელმაც პარკეტზე 6:24 წუთი გაატარა. ამ დროში 25 წლის ცენტრმა საკუთარ გუნდს 3 ქულა და 2 მოხსნა მოუტანა.
პარკეტზე საუკეთესო ორლანდო მეჯიქის გერმანელი ლეგიონერი ფრანც ვაგნერი იყო, რომელმაც 29 ქულა ჩააგდო, 6 მოხსნა შეასრულა და 5 შედეგიანი პასითაც გამოირჩა. ჯამალ მოსლის გუნდი მომდევნო ტურში მემფის გრიზლს დაუპირისპირდება.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა









