მაჰმუდ საბერის გოლის შემდეგ, "მამლები" 83-ე წუთამდე აგებდნენ, თუმცა შემდეგ, ჟან მატეტამ წონასწორობა აღადგინა.
მატჩი დამატებით დროში გადავიდა, სადაც ტიერი ანრის გუნდმა კიდევ ორი გოლი გაიტანა.
დუბლი შეასრულა მატეტამ, მესამე ბურთი კი მაიკლ ოლისემ გაიტანა.
საფრანგეთის ნაკრები გადის ოლიმპიადის ფინალში, სადაც ესპანეთს დაუპირისპირდება. დასკვნითი მატჩი გაიმართება 9 აგვისტოს, ჩვენი დროით 20:00 საათზე.











