მატჩში მონაწილეობა მიიღო ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემაც, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია. გოგამ პარკეტზე 31:09 წუთი გაატარა, რა დროშიც 25 წლის ცენტრმა საკუთარ გუნდს 17 ქულა მოუტანა, 10 მოხსნა შეასრულა და 1 შედეგიანი პასითაც გამოიჩინა თავი.
იხილეთ გოგა ბითაძის გამორჩეული მომენტი გუშინდელი მატჩიდან
იხილეთ გოგა ბითაძის გამორჩეული მომენტი გუშინდელი მატჩიდან
I think I lost my jaw 🫨 pic.twitter.com/MGHmgeh1bk
— Orlando Magic (@OrlandoMagic) November 19, 2024
პარკეტზე საუკეთესო ორლანდოს ლეგიონერი ფრანც ვაგნერი იყო, რომელმაც 32 ქულა ჩააგდო, 5 მოხსნა შეასრულა და 8 შედეგიანი პასითაც გამოირჩა.
ბითაძის გუნდი მომდევნო ტურში ლოს ანჯელეს კლიპერსს დაუპირისპირდება. მატჩი 21 ნოემბერს, თბილისის დროით 07:30 საათზე დაიწყება.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა









