ოსიმენს იტალიაში ჩასასვლელად 2 გადაჯდომა სჭირდებოდა, სტამბულში მყოფ ფეხბურთელს კი ჯერ რეისი დაუგვიანდა, შემდეგ კი ფრენა გადაედო.
ცნიბილია, რომ ოსიმენი ნეაპოლში ხვალ ჩავა, თუმცა სავარაუდოდ, გუნდთან ერთად ვარჯიშს ვერ მოასწრებს და ჯენოასთან შაბათს გასამართ მატჩსაც გამოტოვებს.
აფრიკის თასზე ნიგერიის ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. ვიქტორის მთელი ყურადღება კი შემდეგ კვირას, ჩემპიონთა ლიგაზე, ბარსელონასთან მატჩზე იქნება მიმართული.









