ნეაპოლელთა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა ანგარიში 51-ე წუთზე გახსნა და ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ნაპოლის უნდა მოეგო.
თუმცა ბოლო წამებზე ისააკმა ანგარიში გაათანაბრა და უდინეზე მარცხს გადაარჩინა, ნაპოლიმ კი ზედიზედ მეოთხე მატჩი ვერ მოიგო.
ამ ქულით კალცონას გუნდმა 51 ქულა დააგროვა და მე-8 ადგილს იკავებს. მოგეხსენებათ, დღევანდელი შეხვედრა ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის გამო გამოტოვა.









