"ალბისელესტეს" ლეგენდარული თავდამსხმელი "აძურიში" (1984-1988 წ.წ.), სერია ა-ს ფარგლებში, 10-ზე მეტ გოლს იტანდა, პარაგვაელი ფორვარდი კი იგივე შედეგს 1929-1933 წლებში აფიქსირებდა. "ლურჯებს" ახლო წარსულში არაერთი გამორჩეული გოლეადორი ჰყავდათ: ედინსონ კავანი, გონსალო იგუაინი და დრის მერტენსი, მაგრამ იმავეს გაკეთება ვერცერთმა შეძლო.
ურუგვაელმა და არგენტინელმა თავდამსხმელებმა ნაპოლიში სამი წელი გაატარეს, ბელგიელ ფორვარდს კი სერია ა-ს ზედიზედ ოთხ სეზონზე 10-ზე მეტი ბურთი არ გაუტანია. ნიგერიის ნაკრების ფორვარდმა ეს შეძლო: საერთო ჯამში, "პარტენოპეიში" ჩატარებულ 122 მატჩში, მას 72 გოლი დაუგროვდა.
აქვე დავამატებთ, რომ "აძურის" 9-იანის სახელს სამომავლოდ პრემიერ ლიგის კლუბებსა და პარი სენ-ჟერმენს უკავშირებენ.











