რედ ბულ არენაზე ნამდვილი თრილერი ვიხილეთ. ანგარიში ზალცბურგმა გახსნა, მე-11 წუთზე საკუთარი გუნდი წინ სოლეტმა გაიყვანა. ამის შემდეგ კი შტურმის 3 გატანილი გოლი ვიხილეთ - თავი ჯერ ბოვინგმა გამოიჩინა, შემდეგ კი ჰორვატმა და შნეგმაც გაიტანეს გოლები.
79-ე წუთზე სუჩიჩმა ანგარიშის შემცირება მაოხერხა, თუმცა მასპინძელი გუნდის ზეიმი დიდხანს არ გაგრძელებულა. გაირჰოფერმა 81-ე წუთზე ორბურთიანი უპირატესობა კვლავ აღადგინა. შეხვედრის დასრულებამდე ტერჟიჩმა სიტუაცია კიდევ ერთხელ გაამწვავა, თუმცა ზალცბურგმა მეტი გოლის გატანა ვეღარ მოახერხა. საბოლოო ანგარიში 3:4 დაფიქსირდა და კიტეიშვილის გუნდი ფინალში ითამაშებს.
შეგახსენებთ, ავსტრიის თასის მოქმედი ჩემპიონი სწორედ გრაცის შტურმია. კიტეიშვილის გუნდი კი ტიტულის დაცვას რაპიდთან შეეცდება. ფინალი 1 მაისს გაიმართება.










