ოთხი მედალი მოიპოვა საქართველოს სუმოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასზე. აშშ-ში გამართულ შეჯიბრებაზე - Consulate’s Cup - 2025-ზე საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.ქართული ფინალი შედგა +115 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ბადრი ხატისკაცსა და ლაშა ჯელაძეს შორის. სადაც გამარჯვებული ბადრი ხატისკაცი გახდა, ხოლო აბსოლუტური წონის ფინალში ლაშა ჯელაძემ მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს სძლია. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალს ბადრი ხატისკაცი დაეუფლა.
ოთხი მედალი მოიპოვეს ქართველმა სუმოისტებმა მსოფლიოს თასზე









