ჩელსის ბანაკიდან ახალი ინფორმაცია ვრცელდება — როგორც ირკვევა, კოულ პალმერის ტრავმა იმაზე ბევრად მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ამას თავიდან ვარაუდობდნენ. 23 წლის ინგლისელი შემტევი ნახევარმცველი არა 3-4 კვირას, არამედ მინიმუმ ოქტომბრის ბოლომდე იუქმებს, რაც ენცო მარესკას გუნდისთვის უდიდესი დანაკლისია.
შეგახსენებთ, ჩელსიმ კოულ პალმერი ტრავმის გამო პრემიერ ლიგის მე-5 ტურში დაკარგა, როცა ინგლისელმა ათიანმა მარჯვენა ფეხზე საზარდული დაიზიანა. პირველადი ინფორმაციით, კოულ პალმერს დაახლოებით 3 კვირა უნდა გამოეტოვებინა, თუმცა როგორც ჩანს დაზიანება უფრო რთული აღმოჩნდა.
კოულ პალმერი ოქტომბრის თვეში 4 მატჩს გამოტოვებს. ინგლისელი ჩელსის ნოტინგემ ფორესტთან, აიაქსთან, სანდერლენდთან და ვულვზთან შეხვედრებში ვერ დაეხმარება.









