პარაძიუდოისტმა, ლაშა ყიზილაშვილმა (-95 კგ. კატეგორია J2)ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პრაძიუდოში საქართველოს მე-4 მედალი მოუტანა.
ქართველი ბრინჯაოს მედლისათვის გადამწყვეტ შეხვედრაში მოლდოველ ნიკოლაი ბონდარევს დაუპირისპირდა და მეტოქე იპონით დაამარცხა.
ამ დროისათვის საქართველოს ანგარიშზე ოთხი მედალია - ჩემპიონობა გიორგი ქალდანმა (-70 კგ. კატეგორია J2) და საბა ბაღდავაძემ (- 81 კგ. კატეგორია J1) იზეიმეს. ბრინჯაოს მედლებს კი ლაშა ყიზილაშვილი(-95 კგ. კატეგორია J2) დაზურაბ ზურაბიანი (- 64 კგ. კატეგორია J2) დაეუფლნენ.









