ქართული ფინალი შედგა თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პარაძიუდოში. J2 კატეგორია -81 კილოგრამში ერთმანეთს ოქროს მედლისთვის ბაჩუკი შელია და ლევან გუგავა შეხვდნენ. ჩემპიონობა ლევან გუგავამ იზეიმა, ვერცხლის პრიზიორი კი ბაჩუკი შელია გახდა.
ამ დროისთვის საქართველოს ანგარიშზე ხუთი მედალია. ოქროს მედალი გიორგი ქალდანმა (J2 კატეგორია -70კგ) მოიპოვა, ბრინჯაოს მედლებს კი ზურაბ ზურაბიანი (J2 კატეგორია -70 კგ) და საბა ბაღდავაძე (J1 კატეგორია -81 კგ) დაეუფლნენ.









