მორიგი მედლები მოიპოვეს ქართველმა პარამოფარიკავეებმა ტაილანდის მსოფლიო თასზე. ქალაქ კორაში მიმდინარე შეჯიბრებაზე ხმლით ფარიკაობაში ქართული ფინალი შედგა. გვანცა ზადიშვილმა ნინა თიბილაშვილს 15:13 მოუგო, გვანცა მსოფლიოს თასის გამარჯვებული გახდა, ნინა კი ვერცხლის პრიზიორი.
ნინამ ნახევარფინალში ბრიტანელ ჯემა კოლინსთან ანგარიშით 15:7 დაასრულა, გვანცა ზადიშვილმა კი პოლონელ კინგ დროჟდს 15:14 სძლია.
დღესვე, მსოფლიო თასზე ხმლით ასპარეზობაში ირმა ხეცურიანმა ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. ქართველმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში გერმანელ ჰატერს ანგარიშით 15:7 მოუგო.









