საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრებმა წარმატებით დაასრულა პიზა 2026 მსოფლიო თასის გათამაშება.
გუნდურ ასპარეზობაში ჩვენმა ნაკრებმა ტაილანდის ნაკრები 30:19 დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
საქართველოს ღირსებას ირმა ხეცურიანი, ნინა თბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი იცავენ.
ინდივიდუალურ ასპარეზობაში ნინა თიბილაშვილმა ვერცხლი, გვანცა ზადიშვილმა კი ბრინჯაო მოიპოვა.









