66 კგ წონით კატეგორიაში მოპოვებული ბრინჯაოს მედლით ვაჟა მარგველაშვილი 4 საფეხურით დაწინაურდა და რეიტინგში მე-3 ადგილზე იმყოფება — მის წინ მხოლოდ აბე და ლიმა არიან.
90 კგ-ში ვერცხლის მედალი მოიპოვა ლუკა მაისურაძემ, რეიტინგში 5 საფეხურით წინ წაიწია და მე-5 პოზიცია დაიკავა. 90 კგ წონით კატეგორიას კი სათავეში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური უდგას.
ორი საფეხურით გაიუმჯობესა პოზიცია ეთერ ლიპარტელიანმა და 57 კგ წონით კატეგორიის განახლებულ რეიტინგში მე-5 ადგილზე გადაინაცვლა. პარიზის გრანდ სლემზე მან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა დათმო.
მამაკაცთა გაერთიანებული რეიტინგის TOP 10











