ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, პსჟ-სთან წაგებული 1:0 მატჩი ლონდონის არსენალის მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ შეაფასა.
"გულდაწყვეტილი ვარ, რადგან წაგებას არ ვიმსახურებდით. პირველ წუთებს თუ არ ჩავთვლით, თამაში მალევე გამოვასწორეთ და მინიმუმ ფრე უნდა გვეთამაშა.
სამწუხაროა, რომ შინ წავაგეთ. პარიზში განსაკუთრებული რამ უნდა გავაკეთოთ, რათა ფინალში გავიდეთ. განმეორებით მატჩში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ.
"
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების განმეორებითი მატჩი 7 მაისს, პარიზში შედგება.









