ფონსეკასა და ლილის თანამშრომლობა 2 წლის შემდეგ სრულდება. პორტუგალიელის ხელმძღვანელობით ფრანგულმა გუნდმა 90 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 45 მოიგო, 26 ფრედ დაასრულა და 19 შემთხვევაში დამარცხდა. 2023/24 სეზონში ლილი, ლიგა 1-ში მე-4 პოზიციაზე გავიდა, რაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებას იძლევა.
ფონსეკას ზურგს უმაგრებს უკრაინული, პორტუგალიური და იტალიური გამოცდილება. მისი კარიერის მთავარი მიღწევები შახტარს უკავშირდება: 3-ჯერ ქვეყნის ჩემპიონობა, 3-ჯერ ქვეყნის თასი და ერთჯერ ქვეყნის სუპერთასი. რაც შეეხება პორტუგალიურ გამოცდილებას, ფონსეკამ როგორც ბრაგასთან, ისე პორტოსთან ერთად პორტუგალიის თასის მოგება მოახერხა. უნდა გამოვყოთ მისი კარიერა იტალიაში, პაულო რომას მთავარი მწვრთნელი 2019-2021 წლებში იყო და თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ მისი იტალიური გამოცდილება საკმაოდ ცუდი იყო.









