ჩემპიონთა ლიგის ბოლო 1/4 ფინალისტი მადრიდში გაირკვა - ატლეტიკომ ინტერი პენალტების სერიაში დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
გუნდების პირველი დაპირისპირება მილანში ინტერმა 1-0 მოიგო, ხოლო დღევანდელ შეხვედრაში ატლეტიკომ მეტოქე 2-1 დაამარცხა და მატჩი დამატებით დროში გადავიდა.
ანგარიში 33-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს - თავი ფედერიკო დიმარკომ გამოიჩინა, რასაც ზუსტად 2 წუთში ანტუან გრიზმანის საპასუხო გოლი მოჰყვა. 87-ე წუთზე, მემფის დეპაიმ გაათანაბრა და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა, სადაც ანგარიში აღარ შეცვლილა და პენალტების სერია დაინიშნა. საფეხბურთო ლატარიაში კი X-მა - იმარჯვა და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.
Champions League
პენალტების სერია მადრიდში - ატლეტიკომ 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა










