პსჟ-ს ახალწვეული მეკარისთვის ლუკას შევალიესთვის სადებიუტო მატჩი წარმატებული გამოდგა და პირველივე მატჩში სუპერთასის ტიტულს დაეუფლა.
შევალიემ თერთმეტმეტრიანების სერიაში ტოტენჰემს აჯობა, რაშიც წვლილი თავად ფრანგმა მეკარემაც შეიტანა.
"ახალგაზრდა მეკარე ვარ და პირველივე მატჩის ამ დონეზე ჩატარება საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო. ბედნიერი ვარ, რომ პირველი ტიტული მოვიგე.
როცა პენალტების სერია დაინიშნა, ერთი რამ გავიფიქრე - ეს იყო ჩემი შანსი, რომელიც უნდა გამომეყენებინა - ერთი ბურთი ავიღე, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ მეტოქე ფეხბურთელები საკმაოდ კარგად ასრულებდნენ. საბოლოოდ, ეს მოგერიება ტიტულის მოსაგებად მაინც საკმარისი გამოდგა", - განაცხადა შევალიემ.









