ჩეხეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში გამართული მატჩი პარდუბიცესა და სიგმას შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
მორიგი ტოპ მატჩი ჩაატარა პარდუბიცეს ქართველმა მეკარემ ლუკა ხარატიშვილმა, რომელმაც გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.
ხარატიშვილმა მატჩის სტარტზე პენალტი მოიგერია, ჯამში კი 3 სეივი გააკეთა და პარდუბიცეს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.
29 ტურის შემდეგ, პარდუბიცეს 35 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.









