გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა ლივერპულის ლიდერმა, მოჰამედ სალაჰმა მიიღო და პრემიერ ლიგის 2024/25 წლების სეზონის ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
32 წლის ეგვიპტელმა შემტევმა ნოემბერში პრემიერ ლიგის 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გაიფორმა. მიმდინარე სეზონში კი მის ანგარიშზე 13 გოლი და 8 ასისტია.
Your PFA Premier League Fans’ Player of the Month for November. 🏆
— Professional Footballers' Association (@PFA) December 10, 2024
Congrats, @MoSalah 👏 pic.twitter.com/jrV9sfdS2V









