მილანის მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ თავისი გუნდის ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა. მან ერთმანეთს კრისტიან პულიშიჩი და სამუელ ჩუკვუეზე შეადარა. იტალიელმა სპეციალისტმა ამერიკელი ვინგერი შეაქო და აღნიშნა, რომ "როსონერის" სხვა ახალგაზრდა შემტევებმა სწორედ მას უნდა მიბაძონ.
"პულიშიჩს და ჩუკვუეზეს მსგავსი საფეხბურთო თვისებები აქვთ. ამის გარდა, ისინი ერთ პოზიციაზე თამაშობენ. რა განსხვავებაა ამ ორ ფეხბურთელს შორის? კრისტიანი გოლებს იტანს და ვარჯიშებზე ძალიან ბევრს შრომობს. სამუელმა უნდა აკეთოს იგივე იმისთვის, რომ როგორც მოთამაშე განვითარდეს", - განაცხადა "შავ-წითლების" სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელი და ნიგერიელი გარემარბები ლომბარდიაში გასული წლის ზაფხულში გადმოვიდნენ. პირველმა მათგანმა 33 შეხვედრის ჩატარება და 8 ბურთის გატანა მოასწრო, მეორემ კი 21 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა. აქვე დავამატებთ, ლონდონის ჩელსის ყოფილი ვინგერის ტრანსფერი 22 მილიონი დაჯდა, ვილიარეალის ყოფილი ფლანგელის კი - 20 მილიონი.











