"ინტერმა სკუდეტო დამსახურებულად მოიგო. საუბარია გუნდზე, რომელიც უკანასკნელ ოთხ წელიწადში სერია ა-ში საუკეთესოა. ამ გუნდსა და დანარჩენებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვები უნდა ავიდნენ ახალ საფეხურზე, რათა "ნერაძურის" იტალიის ჩემპიონატში კონკურენცია გაუწიონ.
რაც შეეხება დღევანდელ დერბის, შანსები თანაბარი იყო. ასეთი თანაბარი დაპირისპირება მილანსა და "შავ-ლურჯებს" შორის დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილა", - განაცხადა "როსონერის" დამრიგებელმა.
შეგახსენებთ, რომ სიმონე ინძაგის გუნდმა ანგარიშით 2:1 მოიგო.











