ევროპა ლიგის 1/4 ფინალში რომასთან განცდილი მარცხის შემდეგ, მილანის მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ კომენტარი გააკეთა.
"როდესაც საწყის წუთებში გოლს უშვებ, რთულია სიტუაციის შემობრუნება - მალევე შეგვეძლო გათანაბრება, თუმცა, ლოფტუს-ჩიკს არ გაუმართლა. მეტოქემ სამი მომენტი შექმნა და ორი გამოიყენა" - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
რომამ ევროპა ლიგის 1/4 ფინალში მილანი ორი მატჩის ჯამში 3-1 დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა, სადაც ლევერკუზენს დაუპირისპირდება.










