2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიოანტის 1/2 ფინალის დასრულების შემდეგ, სადაც საქართველომ რუმინეთი 53-30 დაამარცხა, კომენტარი თორნიკე ჯალაღონიამ გააკეთა.
27 წლის ბორჯღალოსანი მატჩის საუკეთესო მორაგბე გახდა და შეხვედრის დასრულები შემდეგ კომენტარი გააკეთა. თორნიკე ჯალაღონიამ ქართველ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ფინალისთვის გუნდი მაქსიმალურად მოემზადება.
"პირველ რიგში მინდა ქართველ გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო სტადიონზე მოსვლისთვის და ჩვენი დაფასებისთვის. ფინალისთვის კარგად მოვემზადებით, მეტოქეს მაქსიმალურად დავაფასებთ და ვეცდებით, რომ დღევანდელი შეცდომები გამოვასწოროთ" — თორნიკე ჯალაღონია.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის წლევანდელი სეზონის ფინალური მატჩი 15 მარტს, მადრიდში გაიმართება და თბილისის დროით 21 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.









