ბარსელონას 29 წლის ფლანგის მცველმა, ბარსელონა-ნაპოლის წინ La Gazzetta dello Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა:
"საკმაოდ რთული სეზონი გვაქვს. მწვრთნელმა შუა სეზონში განაცხადა, რომ ზაფხულში გუნდს დატოვებს. ბარსას ამ სეზონში ბევრი აღმავლობა და ვარდნა ჰქონდა, ამის ახსნა ძნელია, მაგრამ ფეხბურთი ყოველთვის გაძლევს შანსს, გამოისყიდო საკუთარი თავი და ნაპოლისთან გამარჯვება სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. შემდეგ ეტაპზე გასვლა, სეზონის გადარჩენაში დაგვეხმარება. ფეხბურთში ბევრი კარგი და ცუდი მომენტი დგება ხოლმე, მაგრამ ჩვენ ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ და ბოლომდე პოზიტიურად უნდა ვიყოთ."
"ნაპოლი? - მათ წინა სეზონში სკუდეტო მოიგეს, ისინი საოცრად თამაშობდნენ, მაგრამ შემდეგ ამ გუნდშიც დაიწყო ცვლილებები, რის გამოც პრობლემები მათაც შეექმნათ. ბევრი მწვრთნელის შეცვლა კარგი არაა, ეს ყოველთვის უარყოფითად მოქმედებს შედეგებზე."
"ნაპოლი ყოველთვის მომწონდა. იტალიაში როდესაც ჩავედი, სარი ნაპოლიში იყო და გუნდს შესანიშნავ ფეხბურთს ათამაშებდა. პირველ თამაშში ბევრად მეტი შეგვეძლო, მაგრამ მათ შანსი მივეცით. კარგი პირველი ტაიმი გვქონდა და მეტის გატანა გვმართებდა."
"კვარა-ოსიმენი-პოლიტანო? - ისინი სუპერ ტალანტები არიან. ოსიმენი ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია, მაგრამ მათ გარდა ნაპოლიში სხვა კარგი ფეხბურთელებიც არიან. ჟელინსკი ძალიან მომწონს, სამწუხაროდ, ის ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არაა. ლობოტკას სანაკრებო მატჩებიდან ვიცნობ, ისიც ძალიან კარგი ფეხბურთელია. წინ რთული და დაძაბული მატჩი გველოდება."
Champions League
"პირველ თამაშში ნაპოლის ვაჯობეთ, გამარჯვებას ვიმსახურებდით", - ჟოაო კანსელო









