"ფურია როხა" მოწინააღმდეგე გუნდთან ბურთის ფლობაში დამარცხდა. უკანასკნელად მსგავსი რამ მოხდა ზუსტად 136 შეხვედრის წინ, 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში გერმანიასთან. პირენეელმა იმ მატჩშიც მოიგეს, მაგრამ ბურთის ფლობის მაჩვენებლით მათ ანგარიშზე 46% იყო, "ბუნდესნაკრებმა" კი შესაბამისად 54% დააფიქსირა.
რაც შეეხება გუშინდელ შეხვედრას, შეფარდება ისევ 46% - 54%-ზე იყო, ამჯერად ბალკანელების სასარგებლოდ. როგორც ვხედავთ, ბურთის კონტროლის დათმობას საბოლოო ანგარიშზე არ მოუხდენია გავლენა, რადგან "წითლებმა" დამაჯერებლად მოიგეს. ალვარო მორატას, ფაბიან რუისისა და დანი კარვახალის გოლების შემდეგ, 47-ე წუთისთვის ანგარიში უკვე 3:0 იყო.











