ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას ბენეფისი ვიხილეთ - ჩელსისთან მოგებულ 5:2 შეხვედრაში კვარამ დუბლი გაიფორმა და საგოლე გადაცემა შეასრულა.
მატჩის შემდეგ, ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ კვარას სათადარიგოთა სკამზე დატოვება არ ინანა და მეორედაც იგივეს იზამდა.
ფაქტია, ენრიკეს ტაქტიკა და ხედვა ამართლებს და სწორად ხედავს იმ ფეხბურთელებს, ვინ გამოადგება კონკრეტულ მომენტში შეცვლიდან და ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში, პსჟ-ს შემადგენლობაში შეცვლიდან შემოსულმა ფეხბურთელებმა 9 გოლი გაიტანეს, რაც ამ ტურნირზე 21-ე საუკუნეში საუკეთესო შედეგია.
აქამდე, მსგავსი შედეგი მხოლოდ კაიზერსლაუტერნს ჰქონდა დაფიქსირებული. გერმანული კლუბის სათადარიგო ფეხბურთელებმა იმ სეზონში ასევე 9 გოლი გაიტანეს.









