სენტ-ეტიენმა რონის დერბიში თავისი ყველაზე პრინციპული მოწინააღმდეგე, ლიონის ოლიმპიკი ანგარიშით 2:1 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში დაფიქსირდა საინტერესო ფაქტი: პირველად 2017 წლის თებერვლის შემდეგ, "მწვანეებმა" "ლომებისთვის" 2 ბურთის გატანა შეძლეს.
"ლეს ვერტსი" რვა წლის განმავლობაში ვერ ახერხებდა გრუპამას ბინადრებისთვის ერთზე მეტი გოლის გატანას და დამარცხებულის ამპლუაში 11 შემთხვევიდან რვა შემთხვევაში ხდებოდა. რაც შეეხება დანარჩენ სამ შეხვედრას, ორი ფრე და მხოლოდ ერთი მოგება გიშარის ბინადრების ანგარიშზე.
ეირიკ ჰორნელანდის შეგირდებმა ნავსის გატეხვა მოახერხეს ზურიკო დავითაშვილთან ერთად, რომელმაც მოედანზე 89 წუთი გაატარა. პაულო ფონსეკას გუნდში კი თამაშობდა გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც რონის დერბიში თავის ანგარიშზე ასისტი მიითვალა. ახალგაზრდა ფორვარდმა პასი ტანერ ტესმანს გაუკეთა.









