ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2024/25 სეზონი დასრულდა. პირველად ისტორიაში, ოკლაჰომა სითი თანდერი NBA-ის ჩემპიონია! მარკ დაგნოს გუნდმა ფინალური ეტაპის მე-7 მატჩში ინდიანა პეისერსი საკმაოდ დამაჯერებლად, 103-91 დაამარცხა და ტიტულს სრულიად დამსახურებულად დაეუფლა.
მიმდინარე სეზონის ფინალების MVP შეი გილჯეს-ალექსანდერი გახდა, რომელსაც უბრალოდ დაუვიწყარი სეზონი ჰქონდა. კანადელმა ლეგიონერმა ბოლო მატჩში ინდიანას 29 ქულა ჩაუგდო, რასაც 5 მოხსნაც დაუმატა და 12 პასიც.
იხილეთ სეზონის ბოლო მატჩის მიმოხილა









